
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპელი მედიატორის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეასრულა.
"ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი ამ პროცესში ითამაშა საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. იმიტომ, რომ ჩემი ინფორმაციით, იმ არაერთი ვიზიტის მიუხედავად, რომელიც მასთან იყო, მან უარი განაცხადა შეწყალების პროცედურის გამოყენებაზე ამ პროცესში", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ გიორგი რურუას არ იწყალებენ, ხაზს უსვამს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.
ვაშაძემ პრეზიდენტს მიმართა, გამოიყენოს შანსი და "დაძრას გაყინული წერტილიდან" მოლაპარაკების პროცესი:
"გთხოვთ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, თუ საჭიროდ თვლით, რომ მე უნდა მოგწეროთ, დავითანხმო სხვა ოპოზიციური პარტიები, რაიმე წერილის მოწერაზე, საჯაროდ ვაცხადებ, მზად ვარ გადავდგა ეს ნაბიჯი", - თქვა მან.
გიორგი რურუას თემასთან დაკავშირებით, "ქართულმა ოცნებამ" ახალი მესიჯბოქსი შეიმუშავა, პარტიის წევრები ამბობენ, რომ ვინც პოლიტიკოსი არაა, ის პოლიტიკური პატიმარი ვერ იქნება. ამავე თემაზე: