
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსი პროპანაგდისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს. ამის შესახემ "მთავარის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში შემოსული 41 პირიდან 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.
მათ ჯარიმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42[10]-ე მუხლის შესაბამისად გამოუწერეს.
გვიან ღამით ასევე დაჯარიმდა სასტუმრო "ვინოტელი".
შეგახსენებთ, რომ კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, დღეს 1 აპრილს დატოვეს. გადაწყვეტილება მათ სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის პროტესტის გამო შეცვალეს.
პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს.