"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოში რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერს და მის თანმხლებ პირებს საშვები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჰქონდათ და გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე იყო მიღებული. კანდელაკი აცხადებს, რომ ამაზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც. 

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთელ ამ დელეგაციას მინიჭებული ჰქონდა საშვები საქართველოს შსს-ის მიერ. ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე და ამ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც. მათ საშვები ჰქონდათ, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მაშინ, როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩარაზული არიან სახლში, ეს ხალხი მიაცილა სახლში საქეიფოდ პოლიციის ესკორტმა, რაც წინასწარ საშვების გარეშე და მაღალი დონის შეთანხმების გარეშე შეუძლებლი იქნებოდა. რა დააშავა უამრავმა რესტორანმა, რომელიც ვერ იხსნება?!", - თქვა გიორგი კანდელაკმა. 

მისი თქმით, პოლიტიკურად პოზნერის შემოშვება ქვეყანაში არაფრით განსხვავდება გავრილოვის შემოშვებისგან, რადგან ის პროპაგანდის ფონზე მნიშვნელოვანი მაკოორდინირებელი ფიგურა იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი