თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრომ, ბაჩანა შენგელიას საქმიანობის უკანონოდ შეჩერების გამო, 12 800 ლარი უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ ინფორმაცია ბაჩანა შანგელიამ გაავრცელა.

"ალბათ გახსოვთ ზაფხულში იუსტიციის მინისტრმა საქმიანობა რომ შემიჩერა. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, უკანონოდ ცნო სანოტარო საქმიანობის შეჩერება და იუსტიციის სამინისტროს დააკისრა ზიანის სახით 12 800 ლარის ანაზღაურება", - წერს ბაჩანა შენგელია.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ საქმიანობის შეჩერება იმ დევნის კამპანიის გაგრძელება იყო, რაც მისი ოჯახის მიმართ ხორციელდება და რასაც დედამისის სიცოცხლე შეეჭირა. 

"გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, აღნიშნული თანხა ჩაირიცხება "ია კერზაიას სახელობის, განათლების განვითარების ფონდში", რომელიც 2019 წელს დავაფუძნეთ და ფონდის მეშვეობით მოხმარდება იას უსაყვარლეს საქმეს - ქ. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეების განათლების ხელშეწყობას", - წერს შენგელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი