საქართველოდან გაძევებული რუსი პროპაგანდისტები. სამოქალაქო საზოგადოების პირდაპირი გზავნილი კრემლს და მის მარიონეტებს - რუსეთი ოკუპანტია და აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.
თბილისში გვიან ღამით დაწყებული სამოქალაქო პროტესტის შედეგად ვლადიმერ პუტინის კარის ჟურნალისტმა და მისმა ამალამ დედაქალაქი გამთენიას დატოვეს. ვლადიმერ პოზნერს, თავის სტუმრებთან ერთად პოლიციის გაძლიერებული დაცვა დასჭირდათ, რომ ჯერ რესტორნიდან სასტუმრომდე და შემდეგ აეროპორტამდე უვნებლად მისულიყვნენ.
პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს.