ღარიბაშვილი უარს ეუბნება ევროპელ მედიატორებს და მოლაპარაკებების კარს ხურავს

გამოქვეყნდა:

კრემლთან უნისონში მოსაუბრე "ქართული ოცნება" დასავლეთს კიდევ ერთ კრიტიკულ საკითხში უპირისპირდება. მმართველი პარტიის ლიდერი დღეს სრულიად მოულოდნლად და უცერემონიოდ უარს ეუბნება ევროპელ მედიატორებს და მოლაპარაკებების კარს ხურავს.

ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ აღარ აპირებს დროის დაკარგვას და პარალელურად ოპოზიციას ამ პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშულებს.

ეს განცხადება პრემიერმა ქვეყნიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის წასვლიდან ერთ დღეში გააკეთა და თანაც იმ ფონზე, რომ პარალელურად საქართველოში კიდევ ერთი გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსი ვიოლა ფონ კრამონი ჩამოვიდა და პოლიტიკურ შეხვედრებს მართავს. 
 

ამავე თემაზე:

არ გვექნება დასაკარგი დრო ამ არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად - ღარიბაშვილი

ოპოზიციას არ ეყო გამბედაობა და გონიერება, ხელი მოეწერა დოკუმენტზე - ღარიბაშვილი

ევროპისთვის მიხურული კარი - ოპოზიცია ღარიბაშვილის განცხადებაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი