"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ევროპარალმენტარებს უკვე შეხვდა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.
იოზვიაკი წერს, რომ იკვეთება და ჩანს, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს მიკროფინანსური დახმარების შეჩერებას საქარველოს მიმართ. საუბარია 60 მილიონ ევროზე, რომელიც საქართველომ წესით ოქტომბერში უნდა მიიღოს.