"პოზნერის შემდეგ, საქართველოდან "ქართულ ოცნებას" გავაბუნძულებთ" - აქტივისტების აქცია "ოცნების" ოფისთან

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები მმართველ პარტიასთან პარლამენტიდან მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეები საქართველოში პუტინის მეგობრების ჩამოსვლას აპროტესტებენ. მათ თან აქვთ ბანერიც - "ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს! შეწყდეს პოლიტიკური დევნა!"

"პოზნერის შემდეგ, საქართველოდან "ქართულ ოცნებას" გავაბუნძულებთ" - ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები. 

"ქართული ოცნების" ოფისთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. 

ცნობისთვის, კრემლის იდეოლოგი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს. კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი