ჩაშლილი მოლაპარაკებები და დაფინანსების შეწყვეტა - ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ [სრული ვერსია]

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო, ევროპელმა დეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

ღრმად ვართ იმედგაცრუებული, რომ საქართველოში, გასულ სამშაბათს,პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს შეთანხმება, ევროკავშირის უდიდესი ძალისხმევით მიუხედავად, რაც მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად გასწია. ეს შედეგი როგორც მმართველი პარტიის, ისე შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ბრალია, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.

მხარს ვუჭერთ კრისტიან დანიელსონის დაუღალავ მუშაობას და მივესალმებით მისი წინადადებების გამოქვეყნებას, რამაც მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა კიდევ უფრო გაზარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის აღდგენა. ამ დოკუმენტის შინაარსი კარგი დასაწყისია საქართველოს წინსვლისთვის: ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, პარლამენტში პასუხისგებლობის სამართლიანი განაწილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ორი საქმის გადაწყვეტა. ეს პოლიტიკურად დაბალანსებული გადაწყვეტილებაა და შეესაბამება როგორც კანონის უზენაესობას, ისე 2020-ის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას. მივესალმებით ჟან-მონე დიალოგის იდეას, რომელსაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა, როდესაც ვითარება ამის შესაძლებლობას მოგვცემს.

მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს კომპრომისზე, ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ დადგეს საპასუხო შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხში, მათ შორის შეწყდეს შემდგომი ხარჯები და გაიზარდოს ევროკავშირის მაკრო-ფინანსურ დახმარებასთან და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამასობაში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების გატარება ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირ-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას მოითხოვს. ეს რეფორმები, ნდობის აღსადგენად, საკვანძო მნიშვნელობისაა. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ნამდვილად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან აირიდოს მომავალი არჩევნებისა და მართლმსაჯულების შემდგომი დაკნინება, ასევე სამომავლოდ შესაძლო შეთანხმებისთვის საჭიროების გარეშე კარის დახურვა. მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს, იმოქმედონ მყისიერად. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის მომავალი საფრთხეშია, - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ: 

  • დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
  • მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;
  • ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;
  • ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით;
  • სვენ მიქსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში;
  • მაიკლ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში;
  • პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.
მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი