მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავეა - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე. ამის შესახებ განცხადება მან Facebook-ზე გაავრცელა:

დღეს ჩვენი დროის გმირი, არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში იგი საკუთარ თავში განასახიერებდა ქართველი კაცის ყველა საუკეთესო თვისებას. ოკუპაციასთან მისი შეურიგებლობა და სამშობლოს ერთგულება სამაგალითოა ჩვენი ახალგაზრდობისთვის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, მომავალი თაობებისათვის.

მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტს, - წერს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი