დამშვიდობებისას მითხრა 12 წელი როგორ გავძლოთ ერთმანეთის გარეშეო - გახელაძის ცოლი

გამოქვეყნდა:

"ზაზას ეუბნებიან [ოკუპანტები], რომ საქართველოს ჰყავს ჩვენი პატიმრები და რატომ არ ელევიან თუნდაც ერთ პატიმარში, რომ გაგცვალონო. არ ვიცი ვის გულისხმობენ, ვინ არის ეს პატიმარი და როდიდანაა ჩვენთან. ზაზა ელოდა, რომ რუს პატიმრებში გაცვლიდნენ. შემოსვლისთანავე მითხრეს, რომ შენ ისეთ მდგომარეობაში იყავი, შენს მხარეს, რომ ემოქმედა 9 სააათს არ გაგაჩერებდნენ აქო

ოკუპანტები ფიქრობენ, რომ საქართველო არ მუშაობს სათანადოდ, გამოდის, რომ ზაზაც ასე ფიქრობს, თორემ რაღაცის იმედი რომ ჰქონოდა, იტყოდა. დამშვიდობებისას კი მითხრა 12 წელი, როგორ გავძლოთ ერთმანეთის გარეშეო".

თქვა ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი