"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, მოძრაობა "შეცვალეს" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. მმართველი გუნდის შეკრების პარალელურად, დაგეგმილია აქცია.
აქტივისტები, საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ. ადგილზე მათ ბანერები და სიმბოლურად, მავთუხლართი აქვთ მიტანილი.
პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებია ჩანიშნული.
პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს.