"ქართული ოცნების" ოფისში 16:30 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა, 17:30 წუთზე კი უმრავლესობის.
სხდომაზე სავარაუდოდ, ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე იმსჯელებენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით საქართველოში უშედეგო მოლაპარაკებებს ევროპარლამენტარები ეხმაურებიან. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულებრივ გაგრძელდება. გაცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს.