უკრაინაში, ამერიკელი სამხედროების გამოჩენა რუსეთის საზღვრებთან, დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს - პესკოვი

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ უკრაინაში, ამერიკელი სამხედროების გამოჩენა რუსეთის საზღვრებთან, დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს.

ეჭვგარეშეა, რომ ასეთი სცენარის განვითარება  გამოიწვევს დაძაბულობის კიდევ უფრო ზრდას რუსეთის საზღვრებთან. რა თქმა უნდა, ამისათვის საჭიროა დამატებითი ზომების მიღება რუსეთის მხრიდან მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, - ამბობს პესკოვი.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორი შეიძლება იყოს ეს დამატებითი ზომები, პესკოვმა უპასუხა, რომ ყველა სახის, რაც აუცილებელი იქნება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი