
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ Politico-ს ჟურნალისტი ნატაშა ბერტრანდი Twitter-ზე ავრცელებს.
სასწრაფოდ: ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ისაუბრებენ დღეს, ამ დილით. პირველად, რაც ბაიდენმა თანამდებობა დაიკავა. რეპორტების ფონზე, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ძალები შეიყვანეს, რომელიც შეატყობინეს ამერიკას და უკრაინის ოფიციალურ პირებს, - წერს ნატაშა ბერტრანდი.