კაპიტოლიუმთან თავდასხმას პოლიციელი ემსხვერპლა - ინციდენტს ტერორიზმს არ უკავშირებენ

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კაპიტოლიუმთან მომხდარი თავდასხმისას დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელი გარდაიცვალა. თეთრი სახლის პრესსპიკერის, ნენსი პელოსის თქმით, პოლიციელის გარდაცვალების გამო, კაპიტოლიუმთან დროშები დაუშვეს. 

კოლუმბიის ოლქის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელის, რობერტ კონტის განცხადებით კი, მომხდარი ინციდენტი, დიდი ალბათობით, ტერორიზმს არ უკავშირდება.

ამ მომენტისთვის, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მომხდარი ტერორიზმს უკავშირდება. თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და შევეცდებით დავადგინოთ, არსებობს თუ არა რამე კავშირი ამ ვერსიასთან დაკავშირებით, - ამბობს კონტი.

მისივე თქმით, ამჟამად საფრთხე აღარ არსებობს და სამართალდამცველები თავდამსხმელის მოტივების გარკვევას ცდილობენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი