"სინოფარმით" აცრა, ვფიქრობთ, აპრილის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი იქნება - გაბუნია

გამოქვეყნდა:

საქართველომ ჩინური ვაქცინა "სინოფარმის" 100 000 დოზა უკვე მიიღო. ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის დაწყებამდე მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება. მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ ვაქცინით უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი და მოლოდინია, რომ აპრილის შუა რიცხვებში ის WHO-ს ავტორიზაციასაც მიიღებს.

"დღეის მდგომარეობით, ვაქცინა ავტორიზებულია მკაცრი მარეგულირებლიდან უნგრეთის წამლის სააგენტოს მიერ, რაც ჩვენი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში სრულად ჯდება და გვაძლევს პასუხისმგებლობის დაზღვევის საშუალებას ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში.

[...] ვაქცინაცია, ვფიქრობთ, რომ აპრილის მეორე ნახევრიდან უკვე ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც, დღეის მდგომარეობით, ჩართულია პროგრამაში და ეს ვაქცინაც შეურთდება ჩვენი იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში გამოყენებული სხვა ვაქცინების სიას, რაც მოგვცემს ვაქცინაციის გეგმით განსაზღვრული სამიზნეების მიღწევის საშუალებას",- განაცხადა გაბუნიამ. 

მისივე ინფორმაციით, ვაქცინის შენახვას არ ჭირდება განსაკუთრებული პირობები, ის 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურაზე ინახება. ის ხელმისაწვდომი იქნება 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალისთვის.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი