რუსული Sputnik V-ით აცრილ არგენტინის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს, რომელიც რუსული ვაქცინა Sputnik V-თი აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

როგორც არგენტინის 62 წლის პრეზიდენტია ამბობს, ის "კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია".

ფერნანდესმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "თავი ასტკივდა და სიცხემ აუწია", ანტიგენებზე დაფუძნებულმა ტესტმა კი დადებითი პასუხი აჩვენა.

ალბერტო ფერნანდესმა რუსული ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში გაიკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი