40 მლნ-ზე მეტი ადამიანია "სინოფარმით" აცრილი, სანდოობაზე კითხვები არ ისმის - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრმა, NCDC-ს დირექტორმა, ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" ერთობლივ ბრიფინგზე წარადგინეს. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოსი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ძალიან მნიშვნელოვანი ტვირთი მივიღეთ შაბათს, 100 ათასი "სინოფარმის" დოზა ჩამოვიდა საქართველოში... 40 მლნ-ზე მეტი ადამიანი არის აცრილი სინოფარმის ვაქცინით და შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. ჯანმოსგან ის ელოდება ავტორიზაციას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ინტენსიური მიმოწერა, რის შედეგადაც, საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება შესაძლებელი ჩინური ვაქცინით ვაქცინაციის დაწყება", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გაფართოებას. ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი