პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც პრეზიდენტად კიდევ ორი ვადით დარჩება

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პრეზიდენტად დარჩენის უფლებას კიდევ ორი ვადით აძლევს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დოკუმენტი პრეზიდენტის პოსტის ორ ვადაზე მეტჯერ დაკავებას კრძალავს, თუმცა კანონის ფარგლებში, პრეზიდენტების წარსული ვადები განულდება.

ამავე კანონის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვერ გახდება პირი, ვისაც ოდესმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა ან სხვა ქვეყანაში ხანგრძლივად ცხოვრების უფლება ჰქონდა.

ვლადიმერ პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით 2020 წლის 15 იანვარს, ფედერალური მიმართვის დროს გამოვიდა. თავდაპირველად, ინიციატივა, პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადების განულებას არ მოიცავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი