საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმი. მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა თბილისმა არ გამოიყენა შანსი და ხურვალეთში დაკავებული რუსი სამხედროები უპრობლემოდ გაათავისუფლა, ახლა ცხინვალი უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში დასაბრუნებლად საკუთრ პირობებს აყენებს. გახელაძე ტყვეობიდან მხოლოდ იმ შემთხვევში გათავისუფლდება, თუ ქართული მხარე ჩორჩანას საგუშაგოსა დ მე-10 საუკუნის ოქონის უნიკალურ ხატს დათმობს.
ცნობისთვის, ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ამავე თემაზე: