მოვუწოდებთ რუსეთს, თავი შეიკავოს ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან - აშშ-ს სახ.დეპი უკრაინაზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს მოუწოდა თავი შეიკავოს უკრაინასთან დაძაბულობის ესკალაციისგან. მან ასევე მოუწოდა რუსეთს განმარტოს "პროვოკაციები". ამის შესახებ ჟურნალისტებთან ორშაბათს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ისაუბრა.

"ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები შეშფოთებული იქნება მოსკოვის ნებისმიერი მცდელობით, დააშინოს უკრაინა, ეს მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე თუ უკრაინის შიგნით.

"ჩვენ რუსეთს ვთხოვეთ ამ პროვოკაციების განმარტება, მაგრამ რაც მთავარია, ის, რაც ჩვენ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან მივუთითეთ, არის მხარდაჭერის გზავნილი", - აღნიშნა მან.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიფინგი მას შემდეგ გამართა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა პარასკევს  პირველად ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკისთან. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსეთმა ჯარები და ტანკები გადაიყვანა უკრაინის საზღვართან, უკრაინული მხარის განცხადებით ის არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი