მწერალ გურამ დოჩანაშილს დღეს, 6 აპრილს დაკრძალავენ. კლასიკოსის სურვილისამებრ ის შვილის გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე დაიკრძალება. 

მანამდე სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

გურამ დოჩანაშვილი თბილისში, 1939 წლის 26 მარტს დაიბადა. ის 82 წლის ასაკში, 3 აპრილს გარდაიცვალა.  ის ავტორია ნაწარმოებებისა, როგორიცაა "სამოსელი პირველი", "ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები", "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და სხვა. მან ბოლო წიგნი "ბრმადყოფილზე. და..." 2015 წელს გამოსცა. 

მწერალს "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" მიღებული აქვს პრემია "საბა" და იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი