შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.

შემთხვევა ლაგოდეხის სოფელ კაბალში გუშინ მოხდა. დაჭრილი, სოფლის ცენტრში მდებარე ერთ- ერთი რესტორნის  მფლობელის შვილია.

არსებული ინფორმაციით, მას რამდენიმე ჭრილობა, ცივი იარაღით სტუმარმა მიაყენა, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. ადგილობრივების ამბობენ, რომ დაჭრას წინ სუფრასთან, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ჩხუბი უძღოდა.

დაჭრილი ახალგაზრდა, ლაგოდეხში, "არქიმედეს" კლინიკაშია გადაყვანილი.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი