
საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, პარიზში წესების დარღვევით, ერთ-ერთ რესტორანში წვეულებები იმართება. ფრანგული მედიის გამოძიების თანახმად, რესტორნებში საღამოებზე დასწრება 160-190 ევრომდე ღირს.
რამდენიმე წვეულების ამსახველი ვიდეო კერძო ტელეკომპანია M6-მა გაავრცელა. წვეულების ერთ-ერთი მასპინძელი ამბობს, რომ მოთხოვნის მიუხედავად, სტუმრებს არ უკეთიათ ნიღაბი, ვინაიდან რესტორანი კერძო საკუთრებაა. მისივე ინფორმაციით, წვეულებებს მინისტრებიც სტუმრობენ, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ, რომ მათ მინისტრების წვეულებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ.
საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. რესტორანი 15 000 ევროთი დაჯარიმდა, წვეულებაზე მყოფი პირები კი ნიღბის ტარებისა და კომენდანტის წესის დარღვევის გამო 135 000 ევროთი დაჯარიმდნენ.
საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ამ დრომდე მოქმედებს.