ქუთაისის მერიის შენობაში პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დაკავებული ჟურნალისტი, ბუბა ჩივაძე ამბობს, რომ ქუთაისი მერმა წინასწარ იცოდა, რა საკითხთან დაკავშირებით მიდიოდა ჟურნალისტი მასთან.
როგორც ჩივაძე განმარტავს, მასალა მზადდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის მერს უწყებაში მისი ოჯახის წევრები ჰყავს დასაქმებული. მისივე თქმით პოლიციამ მასზე სოწრედ ამის გამო იძალადა.
"კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ქუთაისს დღეს ქალაქის მერი არ მართავს. ამას მართავს მისი ცოლი, ცოლის დაქალები, სიდედრი დედამისი მამამისი და მისი შვილები.
მას ინფორმაცია ჰქონდა, რომ ეს მასალა მზადდებოდა. ეს ეხება მის ცოლს, მისი ცოლის დაქალებს, რომ რამდენიმე მოქალაქე თვითმკვლელობამდეა მიყვანილი და რომ ამ მდგომარეობაში აგდებენ, ჩაუწერეს ქალაქის მერს ეს ჩანაწერი და ეს ყველა ჩანაწერი ჩემს ხელშია, არ სჭირდება ამის მოძიება და გავასაჯაროვებ. ამან იფიქრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მივდიოდი და იძულებული გადა გაენეიტრალებინა.
გამოქვეყნებულიც მქონდა მანამდე პოსტი, რომ ქუთაისი მერმა ძალოვან სამსახურებს მიმართა, რომ ჟურნალისტების განეიტრალება მოეხდინა",- თქვა ბუბა ჩივაძემ.
გუშნინ, 5 აპრილს ქუთაისის მერიის შენობაში "ქუთაისი თუდეის" რედაქტორმა მერის კაბინეტთან შიმშილობა გამოაცხადა, რა დროსაც საპატრულო პოლიციამ ის შენობიდან იძულებით გაიყვანა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტს ბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა, სადაც სასწრაფო გამოიძახეს და ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბუბა ჩივაძემ მერთან შესვლას ითხოვდა, თუმცა, მისი თქმით, მერიის დაცვამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ჟურნალისტს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 173-ე მუხლი წარუდგინეს, რაც პოლიციელის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.