"მსოფლიოს ყველა ქვეყანა ჩართული გვყავს ამ ძალისხმევაში, რომ პანდემია გავავრცელოთ ყველგან, რომ ამით ჩვენი შიდა დღის წესრიგი რაც შეიძლება მაღალ დონეზე გვქონდეს აწეული და თქვენ ხედავთ, რომ წარმატებას ვაღწევთ. საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკა, მოცული გვყავს ამ პანდემიით და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ძლიერ პოზიციას გავაგრძელებთ, შევინარჩუნებთ
კარგი იქნება, თუ პოლიტიკური აქტივისტები მიხვდებიან, რომ პანდემიასთან თამაში ცეცხლთან თამაშია. საკუთარი მოქალაქეების ბედ-იღბალით თამაშია".
ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ქვეყანაში კორონავირუსის მომატებულ შემთხვევებს.