ყველასთვის, ვინც სააკაშვილის მოჯადოებული წრიდან გამოვა მოლაპარაკების კარი ღიაა - მათიკაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნება" პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებებისთვის ემზადება და არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი კობახიძეს თავმჯდომარის პოზიციაზე ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ თემაზე კითხვებს პასუხს პარლამენტში გასცემდა და კოვიდინფიცირებულ ღარიბაშვილის ჯანმრთელობა უსურვა.

""გირჩთან", არა მხოლოდ გირჩთან, ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან ვინც გამოვა მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი მოჯადოებული წრიდან მოლაპარაკების კარი ღიაა. თუკი ამას ენმ გააკეთებს და კიევიდან მიღებული დირექტივების ნაცვლად თბილისის მოცემულობიდან და რეალობიდან გამოვა და ქვეყნისთვის უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებს, ცხადია "ნაციონალურ მოძრაობასთანაც" ღიაა მოლაპარაკების კარი", თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი