IRI-ის კვლევა და პოლიტიკური შეფასებები

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის ახალი პოლიტიკური პროექტი და მორიგი თავდასხმა მედიაზე. ახალბედა ოპოზიციონერი გიორგი გახარია ჟურნალისტებს ინფორმაციის იგნორირებაში ადანაშულებს. პრემიერმინისტრის პოსტიდან შიდა დაპირისპირების მოტივით წასული გახარია ნაწყენია, რომ საინფორმაციო გამოშვებებმა ნაკლები დრო დაუთმეს IRI-ის კვლევას, რომელშიც გახარიას, პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

მაგრამ ყოფილი პრემიერი, რეალობას მხოლოდ საკუთარი ინტერესების კუთხით ხედავს. IRI-ს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ დოკუმენტში პირდაპირაა მითითებული, რომ კვლევა თებერვალშია ჩატარებული და ეს მონაცემები არ არჩვენებს გახარია, როგორც ოპოზიციონერის რეიტინგს. გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთათვის ყველაზე მისაღები საჯარო პირია პატრიარქი ილია მეორე (89%). მას მოსდევენ:

  • გიორგი გახარია - 65%
  • კახა კალაძე - 54%
  • დავით ბაქრაძე - 52%
  • ნიკა მელია - 42%
  • ბიძინა ივანიშვილი - 40%

ამავე თემაზე:

კვლევა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტს წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75%.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი