ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 7 წლის შემდეგ, კრემლი შეთანხმებას არღვევს - უკრაინა ომის ზღარზეა

გამოქვეყნდა:

უკრაინა ომის ზღვარზეა - რუსეთის არმიის მობილიზება ქვეყნის საზღვრებთან ადგილზე ვითარების უკიდურესი გამწვავების მიზეზი ხდება. ბოლო საათებში ამ დაპირისპირებას ორი უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. მთელი მსოფლიო დაძაბული ადევნებს თვალს დონბასსა და ლუგანსკში მოვლენების განვითარებას. დასავლეთის ლიდერები უკვე ესაუბრნენ პირადად ვოლოდიმერ ზელენსიკის და მხარდაჭერა დაუდასტურეს. 

ომის საფრთხე უკრაინაში ყოველდღიურად რეალური ხდება. მოსკოვმა უკრიანის აღმოსავლეთით, მის მიერვე ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან ავიაციის, მძიმე ჯავსანტექნიკისა და ცოცხალი ძალების მობილიზება დაიწყო. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება, ე.წ. საზღვრისპირა რეგიონში ბოლო დღეებია სროლის ხმაც ისმის. 

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან შვიდი წლის შემდეგ, კრემლი შეთანხმებას არღვევს, რუსი ჯარისკაცები
უკრაინის საზღვართან ახლოს პოზიციების გამაგრებას იწყებენ, რასაც უკრაინელი სამხედროები ეწირებიან. მხოლოდ გასულ ღამეს საოკუპაციო ძალების თავდასხმას ორი უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი