Facebook-მა ქართულ მარშთან დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი, 34 ფეისბუქ და 11 ინსტაგრამის ანგარიში წაშალა. კომპანიის ცნობით, მარტში 11 ქვეყნის 14 ქსელი წაშალეს, რომელთა შორის საქართველოც მოხვდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული მარშის წევრებთან და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ქსელი ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშის შემდეგ აღმოაჩინეს.
Facebook-ის სპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქსელში ჩართული პირები ვინაობისა და კოორდინირებული ქმედების დამალვას ცდილობდნენ, თუმცა მათი იდენტიფიცირება მაინც მოხერხდა.
კომპანიამ 2021 წლის მარტის ანგარიში დღეს, 6 აპრილს გამოაქვეყნა.