ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, ასევე, ყოფილი პატიმრები, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ.
მხარდამჭერი წერილი საელჩოში მათ ცოტა ხნის წინ შეიტანეს.
"მთავარი გზავნილი ისაა, რომ ეს არის მხარდამჭერი წერილი და ნამდვილად პოლიტიკურ პატიმრებზეა საქმე, ნიკა მელია, ნიკა რურუა, კობალაძეების საქმე, ჩვენი საქმე, ჩვენ გარეთ ვართ, მაგრამ ისინი ციხეში არიან ამჟამად. ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე, სხვა მეტი არაფერი ამას სამართალდარღვევასთან არაფერი საერთო არ აქვს", - თქვა ივერი მელაშვილმა.
მისი განცხადებით, ეს ერთ-ერთი იძულებითი მექანიზმია, რომ ხელისუფლებამ ის გააკეთოს, რაც გასაკეთებელია.