ერთი დღე ნიკა მელიას სასამართლომდე - ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ხვალ, 8 აპრილს მოსამართლე მიიღებს, პოლიტიკური იქნება
იმედს გამოვთქვამ, რომ თუ კეთილგონიერება არა, თვითგადარჩენის ინსტიქტი მაინც ექნება ქართულ ოცნებას და აუცილებლად ხვალ ნიკა მელია დატოვებს საპყრობილეს.
ვნახოთ ჯერ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო. არ სჯერა არავის, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ვინც პროცესებს თვალს ადევნებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება",-ამბობს გიორგი ხვედელიანი.
რაც შეეხება მმართველი გუნდის შეფასებას, "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ სასამართლო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია და მელიას პროცესზე მათი მხრიდან შეფასება არასწორი იქნება. მათივე თქმით, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა ნებისმიერ დროს შეუძლია და ამისთვის მან გირაო უნდა გადაიხადოს.
"ის განცხადებები, რაც საჯაროდ კეთდება არარელევანტურია, ვინაიდან ერთადერთი მიზანი აქვს, მათ შორის ნიკა მელიას განცხადებას, რომ რაიმენაირად ზიანი მიაყენოს ქვეყანას, სასამართლო სისტემას, მართლმსაჯულებას, ყველაფერს რაც კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შეარყიოს ქვეყნის სტაბილურობა, გამოიწვიოს რაიმე სახით არეულობა, წყლის ამღვრევა და საბოლოო ჯამში წაგლიჯონ ხალხს ის ძალაუფლება, რომელიც მათ არჩევნების გზით ხალხმა არ მიანიჭა. მართლმსაჯულებას აქვს თავისი კალენდარი და ის ხშირად პოლიტიკურ კალენდარს არ ემთხვევა, მართლმსაჯულებას აქვს თავისი პროცედურები ,-თქვა შალვა პაპუაშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიებას უნდა გადახედოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა, 23 თებერვალს კი ენმ-ს ოფისის შტურმის შედეგად დააკავა.