20 ივნისის საქმე  - "საიამ" სტრასბურგში 2 ახალი საჩივარი გააგზავნა

გამოქვეყნდა:

საია 20 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების სახელით ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დღეს, 7 აპრილს 2 ახალი საჩივარი გააგზავნა. საჩივრები 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 22 პირის, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირის, მედიის 11 წარმომადგენლისა და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი 1 პირის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.

"2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება - მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - მხოლოდ დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

სრულად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი