Tbilisi Open Air აცხადებს, რომ ფესტივალი 2021 წელსაც არ ჩატარდება. ორგანიზატორების თქმით, ამ დროის განმავლობაში იმედი ჰქონდათ, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარება, მთავრობის მიერ დაწესებული მოქმედი და მოსალოდნელი რეგულაციები საშუალებას არ აძლევთ დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართოს.

"ამ პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თქვენი უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველვყოთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ უცხოელი შემსრულებლების ქვეყანაში ჩამოყვანაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ურთულეს პერიოდს ერთად გადავლახავთ და 2022 წელს ისეთ ფესტივალს შემოგთავაზებთ, რომელიც სამწლიან მოლოდინს სრულად აანაზღაურებს", - წერენ ორგანიზატორები.

გაუქმდა Tbilisi Open Air 2021-ის Facebook ივენთიც, 2022 წლის ფესტივალის თარიღები და "ლაინაფი" მომავალი წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

"წელს, ისევე როგორც შარშან, აუცილებლად ჩავატარებთ მცირე მასშტაბის ღონისძიებებს, როგორც კი რეგულაციები ჩვენთვისაც შემსუბუქდება და ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ აპრილში დაგეგმილი ორი ივენთის Lisi Wonderland: Chapter #5 და Lisi Wonderland: Chapter #6 სავარაუდო თარიღებს. 17 და 24 აპრილს მათი ჩატარება, ბუნებრივია, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვერ მოხერხდება", - წერენ ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი ვერც 2020 წელს გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი