
კანცელარიასთან, აქციაზე, აქტივისტები დააჯარიმეს. "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს პოლიცია გარემოს დაბინძურებაში ედავება. თუმცა, ისინი აქციას ამ წუთებშიც მართავენ - ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვენ. რის გასაპროტესტებლადაც ადგილზე მულაჟები მიიტანეს.
აქციის მონაწილეები 80 ლარით დააჯარიმეს. თუმცა, რატომ აჯარიმებენ მოქალაქეებს "წინასწარ", ვიდრე ფაქტი მოხდება - ნაგავს დატოვებენ და გარემოს ნამდვილად დააბინძურებენ, პოლიცია ამ კითხვაზე "მთავარი არხის" ჟურნალისტს არ პასუხობს.

