"ევროკავშირში უკვე კითხვებს სვამენ, რატომ ვეხმარებით, რატომ ვაკეთებთ ამას, თუ თავადაც არ სურთ ამ ქვეყნებს დემოკრატიული რეფორმები. ორი კვირის წინ ევროკავშირისა და საქართველოს შეხვედრა გაიმართა ბრიუსელში, პრესა რომ წაიკითხოთ, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, დიდი წარმატება იყო, მაგრამ სტრიქონებს შორის კითხვა უნდა ვისწავლოთ. სამწუხაროდ, ევროკავშირი არ არის ხოლმე ისეთი გულწრფელი, როგორიც ჩვენ ვართ ახლა და ევროკავშირი ხშირად ისე არ გამოხატავს შეშფოთებას, რომ ყველამ გაიგოს. მას თავისი ენა აქვს".
ამბობს ევროპარალამენტარი მარია კალიურანდი "მთავარ არხთან" საუბრისას.