"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში აქტივისტები და ოპოზიციონერი ლიდერები არიან შეკრებილი.
სასამართლოს ეზოში დაპირისპირება მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის. პოლიცია მათ სასამართლოს ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.
მოგვიანებით მათ ეზოში შესვლა და აქცია-პერფორმანსის გამართვა მაინც შეძლეს. "თავისუფლება ნიკა მელიას" - სკანდირებდნენ ისინი.