რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც - ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

"ჩემი აზრით, გერმანიისა და საფრანგეთის სისუსტემ გამოიწვია რუსეთის აგრესია. რუსეთის ისტორიიდან ვიცით, რომ სწორედ სუსტი პოზიცია იწვევს კრემლის აგრესიას. რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, რა თქმა უნდა, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც, რადგან თუ კრემლი ნახავს, რომ დასავლეთი არაფერს გააკეთებს, რათა მოსკოვს პასუხი აგებინოს, მაშინ, ლოგიკურად მათ შეუძლიათ გააფართოონ თავისი გავლენა საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში. ამიტომ თუ გვსურს უსაფრთხო გარემო, მაშინ ჩვენ უნდა გავუწიოთ მათ წინააღმდეგობა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია".

თქვა აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა "საქართველოს რადიოსთან" ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი