პროკურატორის წარმომადგენილს, ამირან გულუაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა მისი თვითმიზანია და ისიც და ადვოკატებიც ცდილობენ, რომ ეს რაც შეიძლეაბ დიდხანს გაგრძელდეს. მისივე განცხადებით, ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ მელიას მტკიცებულება დამტკიცდეს.

"ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 25 თებერვალს საჯაროდ გაკეთებული იქნა შეთავაზება დაცვის მხარისათვის, ჩვენ შევთავაზეთ მას ლეგიტიმური, კანონისმიერი საშუალება, რომ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი, თუ დაცვის მხარის ამის სურვილი ჰქონდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვად ვაცხადებთ და ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. [...] პროკურატურამ საჯარო განცხადებით დაცვის მხარეს შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა მათი მზადყოფნის შემთხვევაში როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების შეცვლა. თუმცა დაცვის მხარე რეალურად ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, იძახის რა, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს, ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმაც კი იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი, რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანი არის რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა, ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი", - თქვა ამირან გულუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. უცნობია იმსჯელებს თუ არა მოსამართლე მისი აღკვეთი ღონისძიების - პატიმრობის გადასინჯვის შესახებ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი