
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ჯორჯ კენტის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ფოკუსირება შექმნილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენაზე გააკეთონ, მათ "პროგრესს შიდა პოლიტიკურ დრამაში" მიაღწიეს.
როგორც კენტმა აღნიშნა, ის ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებს.
"საქართველოში, რომელიც დიდი ხანია არის ამერიკული შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი კავკასიაში, ნაცვლად იმისა, რომ შეცვლილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე იყვნენ ფოკუსირებული და რომ კოვიდ 19 -ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობდნენ, პოლიტიკოსებმა პროგრესს შიდა პოლიტიკურ დრამაში მიაღწიეს.
ჩვენ გულწრფელად ვუთხარით, ჩვენს ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, რომ ახლა დროა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშე საქართველო, როგორც ქვეყანა დგას და ეს არის საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გულწრფელად, რომ ვთქვათ პროვოცირებული და შექმნილია, ორივე მხარის, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ქმედებების გამო",- თქვა მან.
კენტმა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე დისკუსიაზე "სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები და მომავალი ევრაზიული პოლიტიკა" ისაუბრა.