ფინანსური დახმარების შეწყვეტის საფრთხე არ არის - პაპუაშვილი EU-ს განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი იმედგაცრუებას გამოთქვამს, რომ პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის წესში საკანონმდებლო ცვლილებები ნაჩქარევი წესით მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვენეციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება ფინანსური დახმარების გაცემის ერთ-ერთი პირობაა.

ეს განცხადება დღეს შეფასეს თბილისშიც, ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება სასამართლოს პირდაპირ პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის იყენებს.

"სასამართლოს რეფორმას, ბუნებრივია, ივანიშვილი არ განახორციელებს, იმიტომ, რომ მიტაცებულ სასამართლოზე დგას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი", - თქვა ენმ-ს წევრმა, თინა ბოკუჩავამ. 

რაც შეეხება ხელისუფლებას, "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ მათ ისეთი ცვლილებები მიიღეს, რაც ევროკავშირისგან დახმარების მიღებას ხელს არ შეუშლის, და ამის მოლოდინი არც აქვთ. 

"მიზეზი მარტივია, თქვენ იცით, რომ ახლა მიმდინარეობს შერჩევის პროცედურები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მიდის გასაუბრებები, ეს კანონი და თავად ვენეციის კომისიის რეკომენდაცია შეეხებოდა ამ გასაუბრებების პროცესის ბოლო ეტაპს. [ფინანსური დახმარების შეწყვეტის] საფრთხე არ არის, ვინაიდან, სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნებს ასახავს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი