ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავუშვათ მე-3 ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შეზღუდვებს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ რეგულაციები დაიცვას, მანამ სანამ "ვაქცინაცია დაგვიცავს".

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს, ამის ერთადერთი მექანიზმი არის რეგულაციების დაცვა. პირბადის სწორად ტარება, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისგან, მათ შორის, სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავება - ეს ის ელემენტარული დათმობებია, რომლებზეც ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გამო უნდა წავიდეთ მანამ, ვიდრე ვაქცინაცია დაგვიცავს. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ", - თქვა ღარიბაშვილმა.

დღევანდელი მთავრობის სხდომა ვიდეოკონერენციის სახით, დისტაცნიურად ჩატარდა. 

ცნობისთვის, 6 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი