5 დღით გადადებული პროცესი - ყველაფერი, რაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხდებოდა

გამოქვეყნდა:

2 თვიანი პატიმრობის შემდეგ, დატოვებს თუ არა ნიკა მელია საპატიმროს  13 აპრილს გახდება ცნობილი. მოსამართლემ სხდომაზე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება უნდა გადასინჯოს.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რის მიხედვითაც ნიკა მელია მისივე სასამართლო სხდომებზე დასწრებას შეძლებს.

ხმაური და დაპირისპირება კი სასამართლოს შენობასთან პოლიციის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ოპოზიციონერი ლიდერის მხარდასაჭერად მისული სამოქალაქო აქტივისტები ახსნა-განმარტებების გარეშე საქალაქო სასამართლოს შენობის ეზოში არ დაუშვეს. საბოლოოდ, აქტივისტებმა ეზოში შესვლა მოახერხეს და პოლიტიკურ ლიდერს მხარდაჭერა აქცია-პერფორმანსით გამოუცხადეს.

ნიკა მელიას თანაგუნდელები, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ განაჩენი ივანიშვილის გუნდს უკვე დაწერილი აქვს და 13 აპრილს მოსამართლე ჩახნაშვილი უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას გაახმოვანებს.

ადვოკატები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილება ნიკა მელიას წინააღმდეგ იქნება მიღებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი