ვინ იყო მაშინ პრემიერი? - გიორგი კვირიკაშვილი შესაძლოა პროკურატურის სამიზნე გახდეს

გამოქვეყნდა:

გიორგი კვირიკაშვილი შესაძლოა ქართული ოცნების პროკურატურის სამიზნე გახდეს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს შურისძიების ერთ-ერთი სცენარი დააანონსა.

ნიკა სამხარაძე აფგან მუხთარლის გატაცების ხმაურიან საქმეზე ლაპარაკობს და სვამს კითხვას - ვინ იყო იმ დროს პრემიერმინისტრი? 

"გეთანხმებით, რომ მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა. ეს არ იყო კარგი და სასიამოვნო ამბავი, თუმცა დეტალები, ვინ იყო ამაში ჩართული, ვისი ბრძანებით გაკეთდა, ვისი პრემიერობის დროს, ვინ იყო მაშინ გადაწყვეტილების მიმღები პირი და ასე შემდეგ, საზოგადოებამ ყველაფერი იცის. რაც შეეხება გამოძიების ნაწილს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს", - ამბობს სამხარაძე.

რატომ შემოუშვეს აფგან მუხთარლი საქართველოში ახლა, როცა ერთხელ მას ამის საშუალება არ მისცეს და რატომ გააქიურდა გამოძიება? - ამ კითხვებს სვამს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი.

ნიკა გვარამიას თქმით, ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება და გიორგი კვირიკაშვილს "სიკვდილის ბუზი დააჯდა" 

არ გაგიკვირდათ კითხვა რატომ არ დაისვა საერთოდ რატომ შემოუშვეს აფგან მუხთარლი ახლა?... რატომ დაიწყეს სისხლის სამართლის საქმე? იმიტომ რომ კვირიკაშვილს დააჯდა სიკვდილის ბუზი - ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, ამ კითხვას პასუხი დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის კომენტარმა გასცა, რომელმაც იმ დროინდელი მაღალჩინოსნებისა და პრემიერმინისტრის შესახებ ისაუბრა. 

თავად გიორგი კვირიკაშვილი მუხთარლის საქმეზე და გააქტიურებულ გამოძიებაზე ჯერჯერობით დუმს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი