სასტიკი მკვლელობის შემზარავი გაგრძელება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში კაცს, რომელსაც ბიძაშვილი ძმების მკვლელობას ედავებიან სახლის ნაწილი სავარაუდოდ დაუწვეს. არსებული ინფორმაციით, ანგარიშსწორება მოკლული ძმების ახლობლების მხრიდან, სწორედ ამ მკვლელობას უკავშირდება.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, სახლის მცირე ნაწილია დაზიანებული. ოჯახსა და ადგილობრივებს კი ამ თემაზე მედიასთან საუბარი არ სურთ.

მკვლელობა კი სოფელ რიონში 4 აპრილს მოხდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი