აუცილებელია სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ აუცილებელია ელჩი კიევში დააბრუნონ.

"არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მე-11 თვეა საქართველოს ელჩი უკრაინაში უკანაა გამოწვეული. როდის დაბრუნდება თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინაში ამ დრომდე უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი