"რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიულ ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა" - ლიეტუვის ელჩი ენგურის ხიდზე

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. კალინდრამ "ტვიტერზე" ფოტოები გამოაქვეყნდა და დაწერა:

 "სევდიანი ვიზიტი მქონდა ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტთან, რომელიც აღნიშნავს საოკუპაციო ხაზს აფხაზეთთან. რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიულ ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ამ მდინარის გადმოკვეთის დროს მოქალაქეების ტრაგიკულად დაღუპვის ფონზე. საქართველო დღეს ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავს", - დაწერა მან Twitter-ზე.

ანდრიუს კალინდრა 9 აპრილის ტრაგედიიდან 32-ე წლისთავსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ლიეტუვა რჩება საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი