აქცია ოპოზიციისა და მედიის წინააღმდეგ - უცნობის "მარადისობის დღე"

გამოქვეყნდა:

აქცია ოპოზიციისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ - "უცნობის" სახალხო მსვლელობა "მარადისობის დღის" დასაფუძნებლად რეალურად ძალადობრივ მანიფესტაციაში გადაიზარდა. ყველა, ვინც არ დაიზარა, დღეს ოპოზიციას და არასამთავრობო მედიას ლანძღავდა. "მთავარი არხი" განსაკუთრებული თავდასხმების ობიექტად იქცა. გაჩეჩილაძის აქციაზე შეკრებილი "ქართული ოცნების" პარტაქტივი და კრიმინალური აზროვნების ადამიანები პირდაპირ ეთერშიც კი არ ერიდებოდნენ ძალადობას.

ევროპის მოედანი, საპატრიარქო და შემდეგ დედაენის ბაღი - ამ მარშრუტით და თითქოსდა მშვიდობიანი მსვლელობით "ქართული ოცნების" მიერ შეკრებილმა აგრესიულმა მხარდამჭერებმა და მათი ერთი დღის ბელადმა - უცნობმა, მთელი თავისი აქტიურობა ბოლოს ჭრელო პეპელათი დაასრულეს. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი