
უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასში ვითარება ისევ დაძაბულია. გასული 24 საათის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 7 -ჯერ დაარღვიეს. დაფიქსირდა 6 დაბომბვა და 1 დისტანციური დანაღმვა.
დაბომბვის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
გუშინ დონბასში ჩავიდა ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
კრემლში აცხადებენ, რომ არსებობს შიში უკრაინაში სამოქალაქო ომის განახლების შესახებ და თუ ის სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდა, ეს საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.
განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.